წელი: 2007 ჟანრი: სტრატეგია შემქმნელი: Mad Doc Software გამომცემელი: Soft Club პლატფორმა: PC
აღწერა: რამოდენიმე ათასობით წლების განმავლობაში დედამიწამ ნახა და გადაიტანა მრავალი რამ. იქმნებოდნენ და იცემოდა იმპერიები, მოდიოდნენ მთავრობაში და კარგავდნენ ტიტულს უდიდესი მმართველები, ხვდებოდნენ ერთმანეთს გრანდიოზულ ომებში. წლები და საუკუნეები გადიან და ისტორია სწრაფდება. ვითარდება ტექნოლოგიები, პროგრესირებს მეცნიერება, მაგრამ კაცობრიობამ თავის ერთერთ ყველაზე დიდ მისწრაფებას ომისკენ და განადგურებისკენ ვერ სძლია. და იმას, რასაც წარსულში ჩვენი წინაპრები აღწევდნენ ხანჯლებით და დანებით, მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები მართავენ რაკეტებს და ტანკებს. Empire Earth III არის ერთგვარი კრებული ისტორიის ყველაზე დრამატული გაკვეთილებისა და არამარტო გაგვახსენებს ისტორიას, არამედ გადაგვიყვანს იმ დროში და იმ ეპოქაში სადაც მიმდინარეობდა უდიდესი ომი. თქვენ თამაშში უნდა აირჩიოთ ერთი ნებისმიერი ქვეყნის ჯარი და გადაატარეთ ისინი დროის გარშემოთ, გაიმარჯვებს მხოლოდ უძლიერესი!
მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows XP / Vista პროცესორი: AMD Athlon XP Pentium 4 / 1.7 გჰ ოპერატიული მეხსიერება: 512 მბ თავისუფალი ადგილი ვინჩესტერზე: 6.5 გბ ვიდეო კარტა: 128 მბ პიკსელ შეიდერის 1.1, DirectX 9.0-ის მხარდაჭერით
აღწერა: Age Of Mythology: The Titans არის, Age-ის ერთერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვავდი თამაშის ვერსია. შესანიშნავი გრაფიკითა და შინაარსობრივი თვალსაზრისით Age Of Mythology არის საუკეთესო Age. ამ თამაშში თქვენ ასრულებთ სხვადასხვა მისიებს, გიწევთ საკუთარი ქალაქ-სახელმწიფოების და იმპერიების შექმნა, რისი შენარჩუნებაც არც ისე ადვილია.. თამაში არის ბერძნული მითოლოგიის მიხედვით და ადამიანების გარდა გხვდებათ: ციკლოპები, დრაკონები, ფარაონი ცხოველები, კენტავრები, წყალქვეშა მონსტრები, ცხენთევზები და სხვა.. რა საკვირველია ბერძნულ მითოლოგიაში ნახსენებია ღმერთები და მეომრები... ასე რომ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ღვთაება და განვითარდეთ ხანიდან ხანამდე, გადახვიდეთ ახალ ეპოქაში და დაეუფლოთ ახალ შესაძლებლობებს მეურნეობის და სამხედრო თვალსაზრისითაც. კიდევ ერთი სიახლე!!! თამაშს დაემატა ერთი კატეგორია : "ტიტანების კამპანია" სადაც შესულია ახალი ტურები რომლებშიც გამოყვანილია ტიტანები და თქვენ ამ ტიტანების წინააღმდეგ გიწევთ ბრძოლა. რაც მთავარია ეს არაჩვეულებრივი სტრატეგია ითამაშება ონლაინშიც!!! რაც ამ თამაშის კიდევ ერთი დიდი პლიუსია. წარმოიდგინეთ მეგობრები ერთად აარსებთ თქვენ თქვენს სახელმწიფოებს და ერთად ებრძვით მტერს. შეგიძლიათ ონლაინში ეთამაშოთ კომპსაც, ანუ თქვენ და თქვენი მეგობარი ერთად იყოთ და ერთობლივი ძალებით ებრძოლოთ ბოტებს. ასევე შეგიძლიათ კომპი დაიხმაროთ. ონლაინში ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ მაქსიმუმ 12მა კაცმა. მე სტრატეგიები დიდად არ მევასება რა მაგრამ ეს მართლა მაგარია. აქედან შემიყვარდა სტრატეგიები და ყველას გირჩევთ გადაწეროთ და ისიამოვნოთ!!!