ე.წ. ღორის გრიპის რამდენი შემთხვევაა დღეისთვის დაფიქსირებული, საქართველოში? პაატა
იმნაძე: უკვე 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ძირითადად თბილისში.
ასევე არის შემთხვევები ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სამცხე-ჯავახეთში,
ქვემო ქართლში.
რა სიმპტომები ახასიათებს ”ღორის გრიპს”? -
აბსოლუტურად იგივე, რაც ჩვეულებრივ, სეზონურ გრიპს, მისგან არაფრით
განსხვავდება. ამ დროს ადამიანს ძირითადად ტემპერატურა მაღლა უწევს და
მშრალი ხველა აქვს.
რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს? - თუ
ავადმყოფს მაღალ ტემპერატურასთან ერთად, სუნთქვის გაძნელება ექნება, ექიმს
უნდა მიაკითხოს. ეს შეიძლება პნევმონიის (ფილტვების ანთება) დაწყებისას
დაფიქსირდეს, რაც ყველაზე ცუდი გართულებაა.
პრეპარატი ტამიფლუ, საავადმყოფოში უფასოდ გაუკეთდება იმას, ვისაც ტემპერატურის აწევასთან ერთად სუნთქვა გაუძნელდება? -
მძიმე მიმდინარეობა ვისაც ექნება, ან რისკის ჯგუფების წარმომადგენლები
ვინც არიან, იმათთვის ტამიფლუ ექიმის დანიშნულებით უფასო იქნება.
რაიმეს ცვლის ქალაქში პირბადეებით სიარული? -
პირბადებიით დასავლეთში უკვე აღარავინ დადის. პირბადეებით სიარულს მაინც
ვურჩევდი ფეხმძიმე ქალებს და იმათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
უმჯობესია მათ თავი პირბადით დაიცვან, რადგან ასეთ შემთხვევებში გრიპი
შეიძლება მძიმედ წავიდეს. ნიღბით სიარულს უპირველესად თვითონ ავადმყოფს
ვურჩევთ; მსუბუქი ფორმით ავადმყოფი ვინც არის, ცოტას რომ ახველებს,
ძირითადად ისინი ავრცელებენ და თუ პირბადეს გაიკეთებენ, ყველაზე კარგი
დაცვა ეგ იქნება, ყველასთვის.
რატომ არ აკეთებთ სოციალური ტიპის სატელევიზიო კლიპებს, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას კლიპში უთხრათ, რომელიც მუდმივად იტრიალებს? - რა ვიცი?! უთოს რომ ჩართავ, მგონი მე ვლაპარაკობ.
კლიპს რატომ არ აკეთებთ? - კი ბატონო, კლიპების შესახებ საკითხს სამინისტროში დღესვე დავსვავ.
რამდენი ადამიანი წევს ამ წუთისთვის საავადმყოფოში და აქედან მძიმე ფორმით დაავადებული რამდენია? - ამჟამად, მძიმე ავადმყოფი არის ერთი და საავადმყოფოში ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია, მაგრამ დღეს, ყველაში ერთად 10 უნდა ყოფილიყო.
კარანტინი მხოლოდ იაშვილის კლინიკაშია გამოცხადებული? -
მხოლოდ იაშვილში არა, რამდენიმე საავადმყოფოში. ამას კარანტინს ეძახიან,
თორემ, უბრალოდ, მნახველების შეშვებაა შეზღუდული. ჩვეულებრივი ამბავია -
გრიპის დროს მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მნახველების დაშვება, რომ
ავადმყოფებს მდგომარეობა არ გაურთულდეთ.
|