ყოველ დღე ჩვენ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ, რომლებიც არა მარტო ჩვენ საკუთარ ბედზე მოქმედებენ, არამედ ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფ ადამიანების ბედზეც გავლენას ახდენენ. სამანტა - ამერიკელი გოგონაა და ლონდონში მუსიკას შეისწავლის. ის ლამაზი, იმპულსური და ემოციურია - ის შეყვარებულია. მისი მეგობარი იანი მთლიანად საქმეებშია ჩაფლული, ის სულ დაკავებულია და შეიძლება ითქვას დაქორწინებულია თავის სამსახურზე. ეს ანგრევს მის ურთიერთობას სამანტასთან. მაგრამ ყველაფერს ტრაგიკული შემთხვევა შეცვლის - ავტოკატასტროფას მიაქვს სამანტას სიცოცხლე, და იანი ხვდება, რა დაკარგა მან თავის ცხოვრებაში... რომ შეეძლოს იანს დროის დაბრუნება, რომ შეეძლოს მას ეს საბედისწერო დღე რამენაირად შეეცვალა... და ბედისწერა მას ამის შანსს აძლევს